The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ლომიძე

შოთა ლომიძე
Date of birth:20 January, 1936
Date of death:23 October, 1993  (at 57 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საყულია, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი 1964 წელს.

სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), (97, 100 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1969, 71) და მეორე პრიზიორი (1967), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1966, 69) და ორგზის მეორე პრიზიორი (1965, 67), მეხიკოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1968), ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (1964, IX ადგილი). სსრკ ხალხთა IV და V სპარტაკიადების ჩემპიონი პირად და გუნდურ შეჯიბრებებში (1967, 71), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964, 1965, 1966), მეორე (1968) და ორგზის მესამე პრიზიორი (1962, 1969). გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით და ჭიდაობის შემტევი სტილით. სხვადასხვა დროს იყო ახალციხისა და გარდაბნის საკონსერვო ქარხნების დირექტორი, შემდეგ ხელმძღვანელობდა თბილისის უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ კომპანია "ლაღიძის წყლებს".

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.630; წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.421

Awards and Honors

  • 1969 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

Share: