The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ლორთქიფანიძე

გურამ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1930
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 2008  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1955 წელს. მოსკოვის  საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სცენარისტისა და რეჟისორის ორწლიანი კურსები 1969 წელს.

1949–1972წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1972–1980წწ. საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორად; 1981 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორია. გადაღებულია მრავალ ფილმში საქართველოსა და საზღვარგარეთ. დიდი პოპულარობა მოუტანა აგულის როლმა ("არაჩვეულებრივი გამოფენა", რეჟ. ე. შენგელაია, 1968 წელს).

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.630; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.198

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1999 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1980 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: