The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ლორთქიფანიძე

დავით ლორთქიფანიძე
Date of birth:18 March, 1905
Date of death:11 February, 1986  (at 80 years)
Burial location:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სალხინო (ყოფ. საქორხიდე), ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1927 წელს.

1947–1960წწ. იყო საქართველოს პედაგოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის(ახლანდელი ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინ-ტი) დირექტორი; 1963–1975წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური კათედრის გამგე; იკვლევდა პედაგოგიური თეორიის (დიდაქტიკა) და ისტორიის საკითხებს. მისი ნაშრომები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ, მოლდავურ, ჩეხურ, სლოვაკურ, უნგრულ და სხვა ენებზე. იყო პედაგოგიკის ქართული სახელმძღვანელოს (1956, 1970) თანაავტორი და იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეულის(1952-1965) ერთ–ერთი რედაქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომენოლოგიის (ი. ა. კომენსკის შემოქმედების შემსწავლელი მეცნიერება) საერთაშორისო ცენტრის ფუძემდებელი. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948).

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.630

Member of Organizations

  • რსფსრ პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1957-)
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1960-)
  • საქართველოს პედაგოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1961-1986)
  • სსრკ პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1968-)
  • სსრკ პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-)
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგია, წევრი (1966-1986)

Awards and Honors

  • 1970 - პრაღის კარლოსის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • 1969 - ბრატისლავის იან ამოს კომენსკის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • 1969 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1960 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • 1960 - კონსტანტინე უშინსკის სახელობის მედალი
  • 1957 - იან ამოს კომენსკის სახელობის მედალი

Bibliography

  • იან ამოს კომენსკი (Author). - თბილისი, ცოდნა, 1964. - 503გვ.
  • დიდაქტიკა : დამხმ. სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდენტებისათვის (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1963. - 295გვ.

Share: