Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სალხინო (ყოფ. საქორხიდე), ვანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1927 წელს. 1947–1960წწ. იყო საქართველოს პედაგოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის(ახლანდელი ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინ-ტი) დირექტორი; 1963–1975წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური კათედრის გამგე; იკვლევდა პედაგოგიური თეორიის (დიდაქტიკა) და ისტორიის საკითხებს. მისი ნაშრომები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ, მოლდავურ, ჩეხურ, სლოვაკურ, უნგრულ და სხვა ენებზე. იყო პედაგოგიკის ქართული სახელმძღვანელოს (1956, 1970) თანაავტორი და იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეულის(1952-1965) ერთ–ერთი რედაქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომენოლოგიის (ი. ა. კომენსკის შემოქმედების შემსწავლელი მეცნიერება) საერთაშორისო ცენტრის ფუძემდებელი. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948). წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.630; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.428 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |