The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეთერ მგალობლიშვილი

ეთერ მგალობლიშვილი
Date of birth:14 August, 1932
Date of death:3 June, 2020  (at 87 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს (საფორტეპიანო, ორგანი).

1971 წელს სტაჟირება გაიარა ქ. ლაიფციგის კონსერვატორიაში (ორგანი), 1979 წელს სტაჟირება ბელგიაში (კომპოზიცია, ორგანი); 1965-2012წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1978 წლიდან დოცენტი, 1990 წლიდან პროფესორი; სხვადასხვა წლებში იყო ლაიფციგში ი. ს. ბახის, მოსკოვის, ვილნიუსის, გორკის, კიშინიოვის ორგანისტთა საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი; 1977-1978წწ. დააარსა ბიჭვინთის (საკავშირო მასშტაბის) საორგანო მუსიკის ფესტივალი; მოწაფეები: ლ. ბაიდოშვილი, გ. კონიაევი, გრ. მეშველიშვილი, ნ. რუხაძე; ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას; საქართველოში მრავალი საორგანო ნაწარმოების პირველი შემსრულებელი; ქართული რეპერტუარი: ო. თაქთაქიშვილი საორგანო პიესა, ა. შავერზაშვილი საორგანო პრელუდია და ფუგა (1965), ა. მაჭავარიანის, ნ. გაბუნიას (1980) საორგანო ნაწარმოებები(ყველა პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი: მოიცავს საორგანო მუსიკის თითქმის ყველა ეპოქის კომპოზიტორთა შემოქმედებას, მათ შორის: ჰაიდნი კონცერტები, მოცარტი Kirchen-Sonaten, fantazia f-moll - Andante, allegro und Adagio, ჰენდელის კონცერტები, ბეთჰოვენი საორგანო ნაწარმოებები, ი. ს. ბახი კანტატა "შენთანა მშვიდობა" (2002, პირველი შესრულება საქართველოში აღდგომის დღესასწაულზე), აგრეთვე დასავლეთ ევროპისა და თანამედროვე კლასიკური საორგანო ნაწარმოებები (უმეტესი ნაწილის პირველი შესრულება საქართველოში); პირველი ქართველი პროფესიული ორგანისტი, პიანისტი, ქართული საორგანო სკოლის დამაარსებელი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 311; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.630

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: