შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანრი ოხანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2008 წელს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხით; ქ. იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი სისხლის სამართლის მიმართულებით, Magister Legum (LL.M.) 2010 წელს; 2012 წლიდან დოქტორანტი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. 2007-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალისტი; 2008 წელს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტი, 2008-2009წწ. ფოლკსვაგენის ფონდის (VW - Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში, მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2010წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი; 2010-2012წწ. იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით; 2010 წელს ფოლკსვაგენის ფონდის (VW - Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში, მეცნიერ-თანამშრომელი; 2011 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, დეკანის თანაშემწე; 2011-2012წწ. ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე; 2012-2016წწ. იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით; 2012-2013წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის მოადგილე; 2015-2017წწ. (Schriftleiter), საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ფარგლებში არსებული "ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის" (DGStZ) მთავარი რედაქტორი; 2016-2017წწ. საქართველოს პარლამენტის აპარატი, აპარატის უფროსი; 2017-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020-2024წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 25-11-2024 - 10-12-2024 საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2024-2025წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 2025 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. სამართლის დოქტორი Dr. iur. (2020 წ. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |