შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მინდია მოსაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. თავდაპირველად მუშაობა დაიწყო ქართულ პრესაში; შემდეგ ადმინისტრაციულ თანამდებობაზეა; 1978 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე იყო გამომცემლობა "ხელოვნების" მთავარი რედაქტორი; ლიტერატურული საქმიანობა სამოციანი წლებიდან დაიწყო, როცა გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები; მკითხველმა მოწონებით მიიღო მისი პროზაული კრებულები: "აღმართი", "ორთაბრძოლა", "წარსული ზაფხული", "ნადირობა პრერიებში" და სხვა.; მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სპორტულ თემატიკას; ამ მხრივ აღსანიშნავია კრებული "ლეგენდის დაბადება"; მხატვრული ნარკვევები მიუძღვნა ცნობილ სპორტსმენებს მანუჩარ მაჩაიძეს, ოთარ გაბელიას, რამაზ შენგელიას; მან მამის, ცნობილი ქართველი პოეტისა და დრამატურგის ილია მოსაშვილის ხსოვნას უძღვნა საინტერესო მონოგრაფია "ილო მოსაშვილის ცხოვრების ქრონიკა", რომელიც კრიტიკამ და მკითხველმა დადებითად შეაფასა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.277 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |