| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მინდია მოსაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. თავდაპირველად მუშაობა დაიწყო ქართულ პრესაში. 1978 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე იყო გამომცემლობა "ხელოვნების" მთავარი რედაქტორი. ლიტერატურული საქმიანობა სამოციანი წლებიდან დაიწყო, როცა გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები. მისი პროზაული კრებულებია: "აღმართი", "ორთაბრძოლა", "წარსული ზაფხული", "ნადირობა პრერიებში" და სხვა. მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სპორტულ თემატიკას. ამ მხრივ აღსანიშნავია კრებული "ლეგენდის დაბადება". მხატვრული ნარკვევები მიუძღვნა ცნობილ სპორტსმენებს მანუჩარ მაჩაიძეს, ოთარ გაბელიას, რამაზ შენგელიას. მან მამის, ცნობილი ქართველი პოეტისა და დრამატურგის ილია მოსაშვილის ხსოვნას უძღვნა საინტერესო მონოგრაფია "ილო მოსაშვილის ცხოვრების ქრონიკა", რომელიც კრიტიკამ და მკითხველმა დადებითად შეაფასა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.277; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.293; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

