Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალიკო მრევლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ონი. განათლება მიიღო ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში, ხოლო შემდეგ ისმენდა ლექციებს პეტროგრადის ქალთა უმაღლეს კურსებზე; სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე 1918 წლიდან; იყო აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდიის მსმენელი 1922 წლიდან. წლების მანძილზე მომავალ მსახიობებს ასწავლიდა სასცენო მეტყველებას და იყო ამ დარგის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი საქართველოში; მისმა სახელმძღვანელოებმა - "ქართული სასცენო მეტყველების ფონეტიკური საფუძვლები", "მხატვრული კითხვის ხელოვნება", "მხატვრული კითხვის მასალების კრებული" და სხვა, დიდი როლი შეასრულეს ქართული სასცენო მეტყველების მეცნიერული და მეთოდოლოგიური პრინციპების შემუშავებაში; თეატრალური მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.278 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |