შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ მუსხელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბრეძა, ქარელის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1898 წელს. მუშაობდა ხარკოვში თვალის სნეულებათა კლინიკაში ორდინატორად; 1901 წელს ჩამოვიდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ჯერ გ. ტარსაიძის მიერ დაარსებულ თვალის სნეულებათა კლინიკაში, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის საავადმყოფოს თვალის სნეულებათა განყოფილების ხელმძღვანელად; 1921 წელს იგი როგორც ამ დარგის ცნობილი სპეციალისტი მიიწვიეს ლექტორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, 1930 წელს კი აირჩიეს კათედრის გამგედ და მიანიჭეს პროფესორის წოდება; დიდია მისი დამსახურება და ამაგი, როგორც კლინიცისტის, ასევე ახალგაზრდა ოფთალმოლოგების აღზრდაში; იგი ხანგრძლივი მივლინებით მუშაობდა უცხოეთის კლინიკებში და მოწინავე გამოცდილებას ნერგავდა საქართველოში; არის მრავალი მეცნიერული ნაშრომის ავტორი; მან რუსულიდან თარგმნა აგრეთვე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის; ოფთალმოლოგი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.280 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |