The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დომენტი მშვენიერაძე

დომენტი მშვენიერაძე
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1902
გარდაცვ. თარიღი:17 ნოემბერი, 1969  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 1923 წლიდან; დაამთავრა მოსკოვის სატრანსპორტო საინჟინრო ინსტიტუტი 1930 წელს.

ერთხანს იყო სხვადასხვა პარტიულ და საბჭოთა თანამდებობაზე; მუშაობდა ჯერ რკინიგზაზე, შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტში კითხულობდა "ხიდების" კურსს, პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა ტრანსპორტისა და მრეწველობის ეკონომიკას; თბილისში ორი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ფუძე-საძირკვლებისა და გრუნტების მექანიკის კათედრა, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა; პარალელურად მუშაობდა საქართველოს ჰიდრონაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ერთხანს მისი დირექტორიც იყო; შემდეგ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე ეწეოდა პრაქტიკულ საქმიანობას; მეცნიერმა შექმნა 70-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის ოცი სახელმძღვანელო და მონოგრაფიაა; თეორიულად დაამუშავა, პრაქტიკულად შეისწავლა და წარმოებაში დასანერგად მოამზადა ახალი ტიპის ხიმინჯოვანი საძირკვლები; მისი ნაშრომი ქართული საფორტიფიკაციო მშენებლობის საკითხებზე, მნიშვნელოვანი გამოკვლევაა სამშენებლო ტექნიკის დარგში; დიდი ღვაწლი მიუძღვის ასევე ქართული სამშენებლო ტერმინოლოგიის დამუშავების საქმეში; მიღებული აქვს მედლები; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.283

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: