Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დომენტი მშვენიერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 1923 წლიდან; დაამთავრა მოსკოვის სატრანსპორტო საინჟინრო ინსტიტუტი 1930 წელს. ერთხანს იყო სხვადასხვა პარტიულ და საბჭოთა თანამდებობაზე; მუშაობდა ჯერ რკინიგზაზე, შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტში კითხულობდა "ხიდების" კურსს, პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა ტრანსპორტისა და მრეწველობის ეკონომიკას; თბილისში ორი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ფუძე-საძირკვლებისა და გრუნტების მექანიკის კათედრა, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა; პარალელურად მუშაობდა საქართველოს ჰიდრონაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ერთხანს მისი დირექტორიც იყო; შემდეგ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე ეწეოდა პრაქტიკულ საქმიანობას; მეცნიერმა შექმნა 70-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის ოცი სახელმძღვანელო და მონოგრაფიაა; თეორიულად დაამუშავა, პრაქტიკულად შეისწავლა და წარმოებაში დასანერგად მოამზადა ახალი ტიპის ხიმინჯოვანი საძირკვლები; მისი ნაშრომი ქართული საფორტიფიკაციო მშენებლობის საკითხებზე, მნიშვნელოვანი გამოკვლევაა სამშენებლო ტექნიკის დარგში; დიდი ღვაწლი მიუძღვის ასევე ქართული სამშენებლო ტერმინოლოგიის დამუშავების საქმეში; მიღებული აქვს მედლები; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.283 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |