The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ნადირაძე

გიორგი ნადირაძე
Date of birth:15 April, 1902
Date of death:4 April, 1960  (at 57 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Critic, Literary scholar, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ ფილოსოფიის, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

სტუდენტობიდანვე ამხანაგებში გამოირჩეოდა ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობით და სიბეჯითით; კარგად იცნობდა დასავლეთ ევროპულ ლიტერატურას, გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიას, მუსიკას და თეატრალურ ხელოვნებას; ამიტომ მისმა წერილებმა თავიდანვე მიიქცია ჩვენი საზოგადოების ყურადღება; 1937 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მონოგრაფია ნიკო სულხანიშვილზე, სადაც გაშუქებულია კომპოზიტორის შემოქმედების ხალხურ-ეროვნული საწყისები; მომდევნო წელს დაიბეჭდა მეტად საგულისხმო მონოგრაფია ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ - "პოეტი და ადამიანი", მაგრამ მეცნიერის ინტერესები ამით არ ამოწურულა; ზედიზედ გამოქვეყნდა მისი ნაშრომები: "ბარათაშვილი და ლაიზევიცი", "ბუნების გრძნობა ბარათაშვილის პოეზიაში", "ბარათაშვილის ყვავილები", მონოგრაფია - "ნ. ბარათაშვილის ცხოვრება და ესთეტიკური სამყარო"; მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რუსთაველის შემოქმედების კვლევის საქმეში; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომი - "რუსთაველის ესთეტიკა"; აღსანიშნავია, აგრეთვე მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობაც; მან ქართველ საზოგადოებას გააცნო გოეთეს, შილერის, ლესინგის, ლაიზევიცის ქმნილებანი; ფართო ერუდიციის მეცნიერი სიკვდილამდე სათავეში ედგა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის დასავლეთ ევროპის ლიტერატურისა და ისტორიის კათედრას; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.284

Bibliography


Share: