The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ მეგრელიძე

დაბადების თარიღი:13 მარტი, 1926  (99 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი.

1938 წლიდან იყო ოზურგეთის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე; 1959 წლიდან 30 წელი ამავე ანსამბლის ქორეოგრაფი; დადგმული აქვს 20-მდე ქართული ცეკვა, მათ შორის: მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიცია "ძველი და ახალი გურია", "მეგობრობა", "ხორუმი", "ფერხული-ფარცა", "ქალ-ვაჟთა მთიულური"; ვახტანგ მეგრელიძის ხელმძღვანელობით ანსამბლმა გაიმარჯვა რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე(1941, 1951, 1957) და საკავშირო ფესტივალებზე; იყო მრავალი თვითმოქმედი ანსამბლის("ოზურგეთი", "ლაიტურნი", "ნაგომარი", "გურიანთა", "შრომა") პედაგოგ-ქორეოგრაფი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 313

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: