The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომანოზ მელიქიანი

დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1883
გარდაცვ. თარიღი:30 მარტი, 1935  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყიზლიარი.

1900-იან წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. თბილისში; 1908 წელს თბილისში დააარსა სომხური საზოგადოება "მუსიკოსთა ლიგა"; ერევანში იყო მუსიკალური სტუდიის(1921), კონსერვატორიის(1923) დამაარსებელთაგანი; ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრის პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი; სომხური რომანსის ფუძემდებელთაგანი; თხზულებები: ვოკალური ციკლი "შემოდგომის სტროფები"(1907-1913), "ზმრუხთ"(1918, "ზურმუხტები", გამოიცა 1928 წელს), "ზარვარ"(1922, "ბრჭყვიალები", გამოიცა 1949 წელს); მასობრივი სიმღერები, დაამუშავა ხალხური სიმღერები; რომანოზ მელიქიანის სახელი მიენიჭა ერევნის მუსიკალურ სასწავლებელს; მუსიკალურ-საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 316


გააზიარე: