შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია მელიქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(სავიოლინო). საქართველოს სახელმწიფო კვარტეტის წევრი; 1993 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში; 1993-1996წწ. საფრანგეთში, საქტელერადიო კვარტეტის "სიმებიანი კვარტეტი თბილისიდან" წევრი(I ვიოლინო); ქართული რეპერტუარი: ს. ნასიძე სიმებიანი კვარტეტები N1, N2(1969, 1972, ორივე პირველი შესრულება), მ. დიაკვნიშვილი "მუსიკა სიმებიანი კვარტეტისათვის"(1972, პირველი შესრულება), ს. ცინცაძე სიმბიანი კვარტეტი N7(1970, პირველი შესრულება), ი. ბარდანაშვილი საფორტეპიანო ტრიო ბიზეს ხსოვნისადმი(1978, პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი: ვივალდი კონცერტი ორი ვიოლინოსათვის(ლ. ისაკაძესთან ერთად), ბარტოკი დივერტისმენტი; გასტროლებით შემოიარა: გერმანია, დანია, იტალია, საფრანგეთი; მევიოლინე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 316 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |