The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაიანე მაჭუტაძე

ოფიციალური სახელი:გაიანე ღოღობერიძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1912
გარდაცვ. თარიღი:8 ივლისი, 1994  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

დაამთავრა ქ. ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორია 1933 წელს(საფორტეპიანო).

1928 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პედაგოგი ა. თულაშვილი(ფორტეპიანო), II კურსიდან გადავიდა ქ. ლენინგრადის კონსერვატორიაში; 1934 წლიდან იყო საქართველოს რადიოკომიტეტის და ფილარმონიის სოლისტი, პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1938-1941წწ. ქ. მოსკოვის გნესინების სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგი; 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო), 1947 წლიდან დოცენტი, 1976 წლიდან პროფესორი; 1991 წლიდან ხელოვნების აკადემიის პროფესორი; 1945 წელს იყო ქ. მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადის  მონაწილე; მოწაფეები: მ. კოსტავა, ნ. ბრეგვაძე, ბ. ნამგლაძე, რ. ტაკიძე, თ. ჭუმბურიძე, ო. მაღრაძე; მეგობრობდა: ჰ. ნეიჰაუზთან, მ. იუდინასთან, დ. შოსტაკოვიჩთან, ა. იოხელესთან, ა. გაუკთან, ა. გოლდენვეიზერთან, ა. ვირსალაძესთან, დ. არაყიშვილთან; ის ერთ-ერთი პირველთაგანია ქართველ პიანისტთა შორის, ვინც ესტრადაზე გამოიტანა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები; ქართული რეპერტუარი: ა. მაჭავარიანი საფორტეპიანო კონცერტი(1944), ა. ბალანჩივაძის, ნ. გუდიაშვილის, ა. შავერზაშვილის ნაწარმოებები; სხვა რეპერტუარი; შოპენი, ბეთჰოვენი(მათ შორის სონატა N14 "მთვარის"), ფრანკი ვიოლონჩელოს სონატა(ე. ისაკაძესთან ერთად), ბრამსი კლარნეტის სონატა(რ. ჯიბლაძესთან ერთად); პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 309; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.614

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1956 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: