The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკა რაჭველი

ნიკა რაჭველი
Legal name:ნიკოლოზ მემანიშვილი
Other name:რაჭველი  (Pseudonym)
Date of birth:15 May, 1979  (44 years)
Category:Conductor, Composer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური კოლეჯი 1996 წელს (ფორტეპიანო, კომპოზიცია), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2005 წელს (საკომპოზიციო).

1999-2003წწ. სწავლობდა ქ. ვენის მუსიკალურ და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში; 2005 წლიდან არის საქართველოს ე. მიქელძის სახელობის მუსიკალური ცენტრის და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 2009 წლიდან დააარსა თანამედროვე აკადემიური მუსიკალური ფესტივალი "კონტრაპუნქტი", აგრეთვე "სიმებიანი კვარტეტი გიწვევთ"; განახორციელა პროექტები: გ. ყანჩელის მუსიკაზე "ყველას გვაქვს რაღაც გასახსენებელი", "მსოფლიო კინომუსიკა" (2014), ქართველ კომპოზიტორთა საავტორო და საიუბილეო კონცერტები; თანამშრომლობს: ლ. ისაკაძე, პ. ბურჭულაძე, ხ. ბუნიათიშვილი, ა. რაჭველიშვილი, ი. ბაშმეტი, მ. ლეგრანი, კ. სკანავი; რეპერტუარი: ჯ. პერი "ევრიდიკე" (გაორკესტრების ავტორი და დირიჟორი, პირველი დადგმა საქართველოში 2000), გ. ყანჩელი სიმფონი N5, ვოკალურ–ინსტრუმენტული "პატარა იბერი", "Dix", "Stix" (რ. სტურუას თეატრალური ვერსია), "ქეთო და კოტე" (ვ. დოლიძის ოპერისა და ა. კერესელიძის კინოვერსიის მიხედვით), ს. ნასიძე ალტის კონცერტი, ნ. სვანიძე "ქართული ლამენტაციები", "წრე", ორატორია "ფიროსმანი", ნ. მამისაშვილი "სევდის პოეზია", ა. პიარტი "Tabula Rasa" (პირველი შესრულება საქართველოში): თხზულებები: საფორტეპიანო კონცერტი "ინტროვერსია", საორკესტრო პიესა "პასუხი", ვოკალურ–ინსტრუმენტული "გზა შინისაკენ და უკან"; ავტორია მუსიკალური კლიპების; მუსიკა მხატვრული ფილმებისათვის: "როგორც ლურჯა ცხენები" (2003, რეჟისორი თ. მენაბდე, კ. მელითაური), "მიდიოდა მატარებელი" (2005, რეჟისორი გ. შენგელაია); დოკუმენტური ფილმები: "სახლი სიხარულისა" (2008, რეჟისორი მ. კოკოჩაშვილი); მუსიკალურ–დრამატული სპექტაკლები, მრავალი არანჟირება; გასტროლებით შემოიარა: რუსეთი, გერმანია, ავსტრია, ინგლისი, აშშ; პიანისტი, კონცერტმაისტერი. მიღებული აქვს საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია (2001), ხორვატიის საერთაშორისო ფესტივალ "საუკეთესო თეატრალური მუსიკის" პრიზი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 316

Awards and Honors

  • 2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2012 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 2001 - საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია

Share: