| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა მენაბდე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტი(ესტრადის რეჟისორის სპეციალობა). დაიბადა მომღერლების, ქართული ქალაქური რომანსის ცნობილი შემსრულებლების, დები იშხნელების ოჯახში; 16 წლის ასაკში მონაწილეობდა ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლის "რეროს" კონცერტში; სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში(რეჟისურა); იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური და საესტრადო გადაცემების რეჟისორი; 1980–იანი წლებიდან ცხოვრობდა ქ. მოსკოვში, იყო "იმპროვიზაციის თეატრის" მსახიობი(რეჟისორი ო. კისელიოვი); გამოდის სოლო კონცერტებით, სადაც მსმენელს ქართული, რუსული და ევროპული სიმღერების, რომანსების თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობს; მისი მუსიკალური ნაწარმოები პირველად აჟღერდა რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმში "დღეს ღამე უთენებია"(1982, კანის ფესტივალის მაყურებლის პრიზი), სადაც თავად ასრულებს საკუთარ სიმღერებს და ერთ–ერთ მთავარ როლს; წერს პროზაულსა და პოეტურ ნაწარმოებებს, ხატავს, ამზადებს კერამიკულ ნაკეთობებს; თანამშრომლობს ქართულ ფოლკლორულ–ჯაზ კოლექტივთან "შინ"; 1983 წელს რადიო BBC და რადიო "თავისუფლება" რეგულარულად ამზადებდა გადაცემებს მანანა მენაბდის შესახებ; მონაწილეობდა კინო–ფილმებში: "არსენას ლექსი"(1986, მუსიკა ი. კეჭაყმაძის, რეჟისორი ნ. ხატისკაცი), "სიბრძნე სიცრუისა"(1991); 1991 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. ბერლინში; გასტროლები: აშშ, ინგლისი, ესპანეთი, იტალია, იაპონია, ჩინეთი, ისრაელი, სლოვაკეთი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 317
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

