Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა მენაბდე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტი(ესტრადის რეჟისორის სპეციალობა). დაიბადა მომღერლების, ქართული ქალაქური რომანსის ცნობილი შემსრულებლების, დები იშხნელების ოჯახში; 16 წლის ასაკში მონაწილეობდა ვოკალურ–ინსტრუმენტული ანსამბლის "რეროს" კონცერტში; სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში(რეჟისურა); იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური და საესტრადო გადაცემების რეჟისორი; 1980–იანი წლებიდან ცხოვრობდა ქ. მოსკოვში, იყო "იმპროვიზაციის თეატრის" მსახიობი(რეჟისორი ო. კისელიოვი); გამოდის სოლო კონცერტებით, სადაც მსმენელს ქართული, რუსული და ევროპული სიმღერების, რომანსების თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობს; მისი მუსიკალური ნაწარმოები პირველად აჟღერდა რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმში "დღეს ღამე უთენებია"(1982, კანის ფესტივალის მაყურებლის პრიზი), სადაც თავად ასრულებს საკუთარ სიმღერებს და ერთ–ერთ მთავარ როლს; წერს პროზაულსა და პოეტურ ნაწარმოებებს, ხატავს, ამზადებს კერამიკულ ნაკეთობებს; თანამშრომლობს ქართულ ფოლკლორულ–ჯაზ კოლექტივთან "შინ"; 1983 წელს რადიო BBC და რადიო "თავისუფლება" რეგულარულად ამზადებდა გადაცემებს მანანა მენაბდის შესახებ; მონაწილეობდა კინო–ფილმებში: "არსენას ლექსი"(1986, მუსიკა ი. კეჭაყმაძის, რეჟისორი ნ. ხატისკაცი), "სიბრძნე სიცრუისა"(1991); 1991 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. ბერლინში; გასტროლები: აშშ, ინგლისი, ესპანეთი, იტალია, იაპონია, ჩინეთი, ისრაელი, სლოვაკეთი. 2005 წლიდან კვლავ მოსკოვში გადადის საცხოვრებლად და მოღვაწეობას იწყებს რეჟ. პ. ფომენკოს თეატრალური სტუდიის მსახიობად. ის მრავალმხრივი შემოქმედია, წერს პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებს, დაინტერესებულია ფოტოგრაფიით. 2004 წელს პეტერბურგში გამოიცა მისი იგავ-არაკების წიგნი "და დრო გადიოდა..." (რუს., მოგვიანებით ითარგმნა გერმ. და ქართ. ენებზე); ასევე გამოსცა კრებული "სიყვარულის ახსნა რუსულად", რომელიც გაფორმებულია მისივე 100-მდე ფოტონამუშევრით. 2011 წელს მისი მოთხრობები და ავტობიოგრაფიული რომანი "ფრენის დღე ოთხშაბათი" დაიბეჭდა ჟურნალ "პალიტრაში", 2016 წელს გამოიცა თბილისში ჩატარებული ფოტოგამოფენის კატალოგი "ილუზიები". მონაწილეობდა მხატვრულ ფილმებში "სინემა" (რეჟ. ლ. ელიავა, 1977), "არსენას ლექსი" (1986), "სიბრძნე სიცრუისა" (1991; ორივეს რეჟ. ნ. ხატისკაცი). მან გასტროლებით მოიარა უცხოეთის ქვეყნები. გამოცემული აქვს ალბომები: "იმედის გვირილა" (2000), "Сны о Грузии" (2002), "ბულატ ოკუჯავას სიმღერებს ასრულებს მანანა მენაბდე" (2004) და სხვ. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 317; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |