The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ მერაბიშვილი

მერაბ მერაბიშვილი
დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი (ფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს (საკომპოზიტორი).

1965 წლიდან იყო თბილისის N7 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (ფორტეპიანო, ანსამბლი); თხზულებები, მიუზიკლები: საბავშვო – "სათაგური", "პეპლები", "ნაცარას დღეობა", "ახალი წელი", მუსიკა თოჯინების თეატრისთვის (20–მდე), "ვოკალიზი" სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (პირველი შესრულება, სოლისტი ლ. კალმახელიძე, დირიჟორი ჯ. კახიძე), 3 ვარიაცია ვალტორნისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, პიესები სიმფონიური ორკესტრისათვის; კონცერტები: საფორტეპიანო, კონცერტინო ფლეიტისა და კამერული ორკესტრისათვის; კამერულ–ვოკალური: ვოკალური ციკლი "მთის სიმღერები"; კამერულ–ინსტრუმენტული: ალტის სონატა, საფორტეპიანო "მხიარული ატრაქციონი" (1995, პირველი შესრულება), საფორტეპიანო პიესები, კვინტეტი, "სოფლის ჩანახატები" სასულე ინსტრუმენტისთვის, რაფსოდია საყვირისა და ფორტეპიანოსათვის; ანსამბლები: მოსწავლეთათვის (სხვადასხვა ინსტრუმენტებისათვის), გუნდები, საესტრადო სიმღერები, საბავშვო და საყმაწვილო, სოლო და საანსამბლო სიმღერები. მიღებული აქვს მოსკოვის სტუდენტთა კონკურსის II პრემია ვოკალური ციკლისთვის "მთის სიმღერები".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 318; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.77

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისა და მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა - განათლებაში დიდი დამსახურებისათვის

გააზიარე: