შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ მერკვილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1949 წელს; ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1954 წელს (ვოკალური). 1955 წლიდან იყო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტი (კოლორატურული სოპრანო); 1984 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში მუსიკის კათედრაზე, დოცენტი; ქართული რეპერტუარი: 100–ზე მეტი როლი, მათ შორის: მარო, მარეხი (ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ჭრიჭინა (რ. გაბიჩვაძე "ჭრიჭინა"), ფაცია, თინა (შ. მილორავა "საყვარელი დისშვილი", "სიმღერა თბილისზე"), მანანა (ა. კერესელიძე "ჯაზომანია"), ნინო (ა. შავერზაშვილი "ნინო"), მთავარი როლი (გ. ცაბაძე "შესანიშნავი სამეული", "თოვლიანი მთების მელოდიები"), მთავარი როლი (ო. თევდორაძე "შვეიკი მიდის ომში"), მთავარი როლი (ვ. აზარაშვილი "მეცხრე ტალღა"), მთავარი როლი (ბ. კვერნაძე "ცოლები და ქმრები"), მთავარი როლი (შ. მილორავა "გაბზარული ფირფიტა"), მთავარი როლი (ო. თაქთაქიშვილი "სამი ნოველა"); სხვა რეპერტუარი: მარიცა, სილვა (კალმანი "მარიცა", "სილვა"), ელიზა დულიტლ (ლოუ "ჩემი მშვენიერი ლედი"), ასია (ჰაჯიბეკოვი "არშინ მალ–ალანი"), ჩანიტა (მილიუტინი "ჩანიტას კოცნა"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 318; youtube.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |