შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგეშა მესხი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1957 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1962 წელს(საფორტეპიანო). 1965 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო), 2003 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 2013 წელს საქართველოს რადიომაუწყებლობაში დააარსა და თავადვე მიჰყავდა გადაცემა "კლასიკის საათი"; ქართული რეპერტუარი: მ. დავითაშვილი საფორტეპიანო ფანტაზია(1956, პირველი შესრულება), ს. ნასიძე პოლიფონიური სონატა(1963, პირველი შესრულება), ე. ჯაბადარი საფორტეპიანო კონცერტი N2(1968, პირველი შესრულება), ა. ბალანჩივაძის, ბ. კვერნაძის, რ. ლაღიძის, ა. მაჭავარიანის, რ. ქარუხნიშვილის რიგი საფორტეპიანო პიესების პირველი შემსრულებელი; კომპოზიტორ ბ. კვერნაძის მეუღლე; პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 319
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |