The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალე ომიაძე

ალე ომიაძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ომიაძე
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1902
გარდაცვ. თარიღი:27 ივლისი, 1972  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭიბრევი, ონის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1926 წელს დაიწყო სამსახიობო მოღვაწეობა ხაშურის თეატრში, სადაც ექვსი სეზონი დაჰყო; 1932-1935წწ. იგი ქუთაისის თეატრის მსახიობია; 1935 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი მოწინავე მარჯანიშვილელთა რიგებში იდგა; მისი სამსახიობო ხელოვნება მარჯანიშვილის თეატრში ჩამოყალიბდა;  მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გაბრო, პეტრე, ეგ. ნინოშვილი (შ. დადიანის ჩატეხილი ხიდი,  ნინოშვილის გურია"), თორნიკე, ონისე, იაკობ ხუცესი (მ. მრევლიშვილის " "ხარატაანთ კერა", "ზვავი", "წამება დედოფლისა"), ილია ჭავჭავაძე ( გ. ნახუცრიშვილის "წიწამური"), კარტაშოვი (ძმ. ტურებისა და შეინინის "ვის ემორჩილება დრო"),  ამბროლა (ა. გეწაძის ("ყარამან ყანთელაძე"), ლორენცო (უ. შექსპირის "რომელო და ჯულიეტა"), მაქსიმ მაქსიმოვიჩი (ა. კორნეიჩუკის "ხსოვნა გულისა"), გიორგი (რ. თაბუკაშვილის "გაზაფხულის ნიაღვარი"), ილია დიასამიძე (უ. ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), სევასტი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"),  ელიზბარ თორაძე (ა. ჩხეიძის "მომავალ სეხვედრამდე ") და სხვა; 1939 წელს პირველად შედგა ფეხი კინოეკრანზე და სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა კინომოღვაწეობას თეატრის პარალელურად; კინოში მან ოცზე მეტი როლი შეასრულა, რომელთაგან აღსანიშნავია: ზურაბ ერისთავი ("გიორგი სააკაძე", 1942), მეფე ვახტანგ VI ("დავით გურამიშვილი", 1946), გიორგი ("ჭრიჭინა", 1954), პაპა გიგო ("მაგდანას ლურჯა", 1955), პეპია ("გლახის ნაამბობი", 1961), ტარიელი ("ტარიელ გოლუა", 1967); დაჯილდოებული იყო მედლებით.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.294; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.98-91; ეროვნული ფილმოგრაფიის ვებ გვერდი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1943 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: