The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ პატარაია

გურამ პატარაია
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1928
გარდაცვ. თარიღი:25 ნოემბერი, 1983  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1952 წელს.

მუშაობდა დამდგმელ რეჟისორად სოხუმში, გორში, თბილისის მოზარდ-მაყურებელთა ქართულ და რუსულ, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში, მოსკოვის თეატრ მალაია ბრონაიაზე; 1959 წლიდან იგი საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი დირექტორია; 1961 წლიდან საქართველოს ტელევიზიის ტელეფილმების სტუდიაშია, სადაც შექმნა შესანიშნავი მხატვრული ფილმები "რეკორდი", "ხანძარი", "სიყვარული და პომპიერო", "კუჩხი ბედინერი"; მაგრამ ქართველი მაყურებლის ხსოვნაში დაუცხრომელი და მაძიებელი ხელოვანი უწინარეს ყოვლისა დარჩება როგორც ისეთი ფილმების დამდგმელი-რეჟისორი როგორებიცაა: "რუსთაველის ნაკვალევზე", "პალესტინის სიძველეთა საიდუმლოებანი", "ათონის მატიანე", "ტაო-კლარჯეთი", "შორია გურჯისტანამდე", "მეზობლების მიწაზე"; ფაქტიურად ამით სათავე დაედო საქართველოს გარეთ არსებულ ქართული კულტურის ძეგლების პოპულარიზაციას; ყველა ფილმში ნათლად ჩანს ავტორის უსაზღვრო სიყვარული მშობელი ხალხის ისტორიისადმი; აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რეჟისორის ამ დაუღალავმა შრომამ და ძიებამ დაგვიბრუნა არაერთი ძველი ქართული ხელნაწერი, რომლებიც ჩვენი მშობლიური კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენია; კინორეჟისორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.298; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ.,1988.-გვ.16

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

გააზიარე: