The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



მიქელ პატარიძე

მიქელ პატარიძე
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1895
გარდაცვ. თარიღი:7 ივლისი, 1959  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წერს ლექსებს, სიმღერებს, ნარკვევებს და ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას; წლების მანძილზე გვერდში ედგა გიორგი ნიკოლაძესა და მის თანამოაზრეებს იმ დიდ წამოწყებაში, რომელსაც ისინი ეწეოდნენ ერის ფიზიკური გაჯანსაღებისათვის; იყო შესანიშნავი ათლეტი, ტანმოვარჯიშე და ალპინისტი; საზოგადოება "შევარდენი", სადაც ეს ენთუზიასტები გაერთიანდნენ, წმინდა სპორტულის გარდა, დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო მისიასაც ასრულებდა; სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ ისეთი სპორტული ტერმინების შექმნას როგორებიცაა: ორძელი, ტაიჭი, ბადრო, თხილამური, წერაყინი, განმკლავი, ზემკლავი, მიმკლავი, აღმატრიალა და სხვანი; პარალელურად ეწეოდა ჟურნალისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობასაც; მართალია, მისი უპირველესი სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე პოეზია იყო, მაგრამ მრავალმხრივი ნიჭისა და პრაქტიკული საქმიანობის გამო აქ ჯეროვანი კვალი ვერ დატოვა, რასაც მწვავედ განიცდიდა; მისმა პოეტურმა ტალანტმა გამოსავალი ძირითადად თარგმანებში ჰპოვა; მწერალმა დაგვიტოვა რუსული პოეზიის პირველხარისხოვანი თარგმანები — პუშკინი, ლერმონტოვი, ბლოკი ბალმონტი, ესენინი, სურკოვი, სვეტლოვი და სხვები; მანვე გააცნო ქართველ მკითხველს შევჩენკო, ფრანკო, ბაჟანი, მიცკევიჩი, ხეთაგუროვი; აღსანიშნავია აგრეთვე მის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი რონსარის, ჰიუგოს, ბოდლერის, ვერლენის, როლანის, ვალერის, რემბოს ცალკეული პოეტური ნიმუშები; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი დამსახურება ვ. მაიაკოვსკის თარგმნის საქმეში, რასაც მან 30 წელი შეალია; ასევე დიდი ღვაწლი დასდო გამოჩენილი რუსი პოეტის სახლ-მუზეუმს ბაღდათში სადაც იგი 17 წელი მუშაობდა და აქედან ბოლო 15 წელი დირექტორი იყო; საზოგადო მოღვაწე.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.299


გააზიარე: