The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა მესხი

დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:11 მარტი, 1988  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს(მუსიკისმცოდნეობა), მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის ინსტიტუტი 1941 წელს(სარეჟისორო).

სწავლობდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრის სტუდიაში, სწავლის დამთავრებისთანავე გახდა რუსთაველის თეატრის მსახიობი, 1946–1952წწ. აქვე, რეჟისორი; 1952–1954წწ. იყო ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1954–1970წწ. თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1954–1978წწ. თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, დოცენტი, პროფესორი; ასწავლიდა აგრეთვე თბილისის II მუსიკალურ სასწავლებელსა და საცირკო–საესტრადო ინსტიტუტში მსახიობის ოსტატობას; ქართული რეპერტუარი, მუსიკალური კომედიები, ოპერეტები, მიუზიკლები: შ. მილორავა "საყვარელი დისშვილი"(1955), "სიმღერა თბილისზე"(1958), "მხოლოდ შენ ერთს"(1970), "საბედისწერო ოპერაცია"(1968), "გაბზარული ფირფიტა"(1970), გ. ცაბაძე "ახალი სიმღერა"(1956), "შესანიშნავი სამეული"(1963), "მე და ჩემი მეზობლები", "მიყვარს ჩემი ქუჩა", ნ. გუდიაშვილი "ვახშმობისას"(1959), ვ. კურტიდი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"(1959), შ. ჯოჯუა "მეკარე"(1962), ა. შავერზაშვილი "ნინო"(1967), ვ. აზარაშვილი "მეცხრე ტალღა"(1969), დ. არაყიშვილი "დინარა"; სხვა დადგმები: ოფენბახი "პერიკოლა", ჟარკოვსკი "სიყვარულის კვანძი", ლოუ "ჩემი მშვენიერი ლედი".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 320

  

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: