The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



მიხეილ ქორელი

მიხეილ ქორელი
ოფიციალური სახელი:მიხეილ ქორიძე
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1876
გარდაცვ. თარიღი:27 მაისი, 1949  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მილანი, იტალია.

დაამთავრა მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი 1902 წელს.

1902-1910წწ. ეწეოდა პროფესიულ სასცენო მოღვაწეობას საქართველოს თეატრებში როგორც მსახიობი, ხოლო 1910 წლიდან როგორც რეჟისორი. ხელმძღვანელობდა თეატრებს და დგამდა სპექტაკლებს ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, ჭიათურასა და სხვა ქალაქებში. იყო რეალისტი ხელოვანი, მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის პრინციპების პროპაგანდისტი; დიდი წარმატებით განახორციელა უ. შექსპირის "მაკბედი", იბსენის "ნორა", ე. ტოლერის "კაცი-მასა", ჰ. ჰერანსის "იმედის დაღუპვა", სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", შ. დადიანის "გუშინდელნი" და სხვა პიესები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986, გვ. 549

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: