The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე პიპინაშვილი

კონსტანტინე პიპინაშვილი
Date of birth:2 October, 1912
Date of death:15 April, 1969  (at 56 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტის სასცენარო-სარეჟისორო ფაკულტეტი 1936 წელს; სწავლობდა ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე 1937 წლიდან.

მუშაობა დაიწყო ელექტრომექანიკოსად; შემდეგ ორი წელი საქართველოს "სახკინომრეწვის" ნახატი და მულტფილმების საამქროშია მხატვრად; რამდენიმე წელი რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა ჯერ "მოსფილმში", შემდეგ "ქართულ ფილმში" რეჟისორ-დიპლომატად; 1940 წელს გადაიღო პირველი დამოუკიდებელი მხატვრული ფილმი "ქაჯანა"; ამას მოჰყვა "ხიდი"(1940), რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა ომის დაწყებისთანავე რესპუბლიკურ და საკავშირო ეკრანებზე, "ოქროს ბილიკი"(1943) და გახმაურებული "აკაკის აკვანი"(1946); საგულისხმოა ის, რომ უკვე ცნობილი რეჟისორი ეგრეთწოდებული "მცირე ფილმიანობის" პერიოდში მუშაობდა სადუბლიაჟო საამქროში, დუბლიაჟის რეჟისორად; 1955 წელს მან განაახლა ფილმების გადაღება; მისმა სათავგადასავლო-ფანტასტურმა მხატვრულმა ფილმმა "ორი ოკეანის საიდუმლოება"; ამას მოჰყვა კინოფილმები: "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე"(1958), "სად არის შენი ბედნიერება მზია?"(1959), "ზღვის შვილები"(1964), "მოლოდინი"(1969). მხატვრული ფილმისთვის "ორი ოკეანის საიდუმლოება" 1958 წელს დაჯილდოვდა ვენეციის საერთაშორისო კინო ფესტივალის პრიზით. კინორეჟისორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.301; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1958 - ვენეციის ფესტივალის პრიზი, მხატვრული ფილმისათვის "ორი ოკეანის საიდუმლოება"

Share: