The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინე მეტრეველი

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1921  (104 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მ. პერინის სახელობის საბალეტო სტუდია 1935 წელს, დ. ჯავრიშვილის სახელობის სტუდია–სკოლა.

სტაჟირება გაიარა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, პედაგოგი ბ. ლიტვინენკო; 1938–1963წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1963–1973წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი(კლასიკური ცეკვა); ქართული რეპერტუარი: მანიჟეს მეგობარი(ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), ფერია(გრ. კილაძე "სინათლე"), ნატაშას მეგობარი(დ. თორაძე "მშვიდობისათვის"); სხვა რეპერტუარი: პა–დე–ტრუა, პატარძალი(ჩაიკოვსკი "გედების ტბა"), ამური(მინკუსი "დონ კიხოტი"), თაგუნა(მოროზოვი "ექიმი აიბოლიტი"), სლავური ცეკვა, სოლო(ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"); ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: ამური, სამეჯლისო ცეკვა(ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", "ევგენი ონეგინი"); ბალეტის მოცეკვავე.

 წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 320

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: