The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან მიზანდარი

ვალერიან მიზანდარი
Date of birth:1894
Date of death:8 June, 1926  (at 32 years)
Burial location:ვაკის სასაფლაოს ძველი პანთეონის ტერიტორია, თბილისი
Category:Conductor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

პირველად სადირიჟორო პულტთან 17 წლის ასაკში დადგა; 1917 წელს მან ჩამოაყალიბა 65 კაცისგან შემდგარი სამხედრო-სასულე ორკესტრი, რომლის მსგავსიც თბილისში არ ყოფილა; 1918 წლიდან ორკესტრს "სახალხო გვარდიის სამხედრო-სასულე ორკესტრი" ეწოდა; 1919 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1922 წელს მან მხედველობა დაკარგა და 3 წლის განმავლობაში უსინათლოდ დირიჟორობდა, რის გამოც მას "ბრმა დირიჟორი" უწოდეს; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი პროფესიონალი მომღერლებისა და რიგი ინსტრუმენტალისტების აღზრდაში; მასთან გაკვეთილებს იღებდა ე. მიქელაძე და მისივე რჩევით შევიდა თბილისის კონსერვატორიაში; ქართული რეპერტუარი: ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"; სხვა რეპერტუარი: ვერდი "რიგოლეტო", "აიდა", "ტრავიატა", "ტრუბადური", ბიზე "კარმენი", "მარგალიტის მაძიებლები", ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"; თხზულებები: თბილისის ოპერისა და ბალეტის სასულე ორკესტრისათვის გადაიტანა მ. ბალანჩივაძის "დარეჯან–ცბიერის" ნაწყვეტები, კ. ფოცხვერაშვილის "მგზავრული", "მხედრული"; საოპერო დირიჟორი, კლარნეტისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 326; geonecropol.com


Share: