შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჟურული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. სწავლობდა მოსკოვის დრამატულ სტუდიაში. 1925 წელს იგი უკვე ვ. მეიერჰოლდის ექსპერიმენტულ თეატრ-სახელოსნოშია; 1933 წლამდე მოღვაწეობს მოსკოვის სხვადასხვა თეატრებში, შემდეგ ინიშნება ფოთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ რეჟისორად; ერთი წლის შემდეგ გადმოდის თბილისში და მუშაობს ჯერ კ. მარჯანიშვილის, შემდეგ ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მოგვიანებით მოზარდ მაყურებელთა თეატრშია, 1949-1954წწ. იყო ამავე თეატრის მთავრი რეჟისორი; მან მნიშვნელოვანი ამაგი დასდო სოხუმის ქართულ თეატრს, სადაც არაერთი შესანიშნავი სპექტაკლი განახორციელა; საყოველთაო მოწონებით სარგებლობდა რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლები: "ვერაგობა და სიყვარული", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ნაპერწკლიდან", "კრეჩინსკის ქორწინება", "წიწამური", "ტრავიატა", "ჯავშნოსანი პოტიომკინი", "წყნარი დონი", "კაკო ყაჩაღი" და სხვა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.306 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |