| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჟურული![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. სწავლობდა მოსკოვის დრამატულ სტუდიაში. 1925 წელს იგი უკვე ვ. მეიერჰოლდის ექსპერიმენტულ თეატრ-სახელოსნოშია; 1933 წლამდე მოღვაწეობდა მოსკოვის სხვადასხვა თეატრებში, შემდეგ დანიშნეს ფოთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ რეჟისორად; ერთი წლის შემდეგ გადმოვიდა თბილისში და მუშაობდა ჯერ კ. მარჯანიშვილის, შემდეგ ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მოგვიანებით მოზარდ მაყურებელთა თეატრში; 1949-1954წწ. იყო ამავე თეატრის მთავრი რეჟისორი. მან მნიშვნელოვანი ამაგი დასდო სოხუმის ქართულ თეატრს, სადაც არაერთი შესანიშნავი სპექტაკლი განახორციელა. საყოველთაო მოწონებით სარგებლობდა რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლები: "ვერაგობა და სიყვარული", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ნაპერწკლიდან", "კრეჩინსკის ქორწინება", "წიწამური", "ტრავიატა", "ჯავშნოსანი პოტიომკინი", "წყნარი დონი", "კაკო ყაჩაღი" და სხვა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.306; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 397; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.323; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

