The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო ვახტანგოვი

სანდრო ვახტანგოვი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ვახტანგოვი
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1964
გარდაცვ. თარიღი:14 თებერვალი, 2024  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი 1985 წელს.

1987-1988წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვის დოკუმენტური ფილმების ცენტრალურ სტუდიაში; 1985-1988წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზია, რეჟისორი; 1989-2001წწ. კომპანია "ქართული ტელეფილმი", რეჟისორი; 1995-1998წწ. პირველი ქართული დამოუკიდებელი ტელერადიო ინსტიტუტის რექტორი; 2002-2003წწ. სტუდია აუდიენციის სამხატვრო ხელმძღვანელი; 2003 წლიდან სტუდია "სანდრო ვახტანგოვ პროდაქშენის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 30 სატელევიზიო ფილმის ავტორი და რეჟისორი; 300-ზე მეტი ტელეგადაცემის და ვიდეოკლიპის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2006). 

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge1tv.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევრაზიის ტელეაკადემია, ნამდვილი წევრი (2004-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    ფილმი "პილიგრიმობა ევროპიდან იერუსალიმში"
  • 1998 - მონტროს ფესტივალის "ოქროს ვარდი" სპეციალური დიპლომი
    ფილმი "ბალეტმაისტერი"
  • 1996 - მანა 96
    წლის საუკეთესო რეჟისურა
  • 1994 - კანის სატელევიზიო ფილმების ფესტივალი, სპეციალური დიპლომი
    ფილმი "ოდეონი"

გააზიარე: