| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკუშა შენგელაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადმიის ფერწერის ფაკულტეტი 1982 წელს. 1984 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1991-1995წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში; 1980 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; გადაღებულია ფილმებში: "როგორ ვიცხოვრო უშენოდ (გელა, რეჟ.: გ. მგელაძე, 1980), "წიგნი ფიცისა" (რეჟ.: გ. ლორთქიფანიძე, ა. დარსაველიძე, 1983), "თბილისი ჩემი სახლია" (სანდრო, რეჟ.: ე. ბადურაშვილი, 1994), "ორფეოსის სიკვდილი" (საქსაფონისტი, რეჟ.: გ. შენგელაია, 1996); დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (1984), "თეთრი ღამე" (1984), "მატარებელი" (1984), "სიკეთის ტელეფონი" (1986), "ხარება და გოგია" (1987), "ანემია" (1987), "დახატული წრე" (1988), "თბილისი ჩემი სახლია" (1984), "სიყვარული ვენახში" (2000), "სკამი" (2004), "მიდიოდა მატარებელი" (2005); არის დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი ფილმისა "სოფიკო" (2008); მისი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის, სირიის, ჰოლანდიის, რუსეთის კერძო კოლექციებში, გამოფენილია თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში; არის აბანოთ უბანში მდგარი ხოხბისა და მიმინოს ქანდაკების ავტორი, რომელიც თბილისის დაარსების ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. სოფიკო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას შვილი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

