The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახა ქორიძე

კახა ქორიძე
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს; 1975-1978წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1969-1980წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად და არქიტექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელად; 1975-1999წწ. იყო მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი მხატვარი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარი; 1983-1984წწ. მოსკოვის "დონის მონასტრის" არქეოლოგიური ექსპედიციის მთავარი არქიტექტორი; 1984-1990წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1990-1995წწ. იყო საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1996-2004წწ. მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად, ურბანიზაციისა და მშენებლობის საკონსულტაციო ჯგუფის უფროსად; ამავე დროს იყო სექტორული ეკონომიკის სამსახურის უფროსი; არის შემდეგი პროექტების ავტორი: "ქ. თბილისის რეკრიაციული ზონა", "ოკამის საბჭოთა მეურნეობის რეკონსტრუქცია"; მხატვრულად გააფორმა 30-მდე სპექტაკლი; გაფორმებული აქვს სამი ფილმი; მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს მეტეოსადგურების მშენებლობაში; მათ შორის მამისონის, როკის და გოდერძის უღელტეხილებზე; ასევე, 14-სართულიანი ლაბორატორიული კორპუსის მშენებლობაში; მონაწილეობდა განათლების სისტემის რეფორმაში; მის მიერ შემუშავებული იქნა ეკონომიკის, მრეწველობის, ტრანსპორტის, სოფლისა და სატყეო მეურნეობების, ენერგეტიკის, ურბანიზაციისა და მშენებლობის დარგებში მნიშვნელოვანი კონცეფციები და კანონპროექტები; დააფუძნა "სამეფო სახლის საერთაშორისო ფონდი"; გამოსაცემად მოამზადა ისტორიული წიგნი "საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე"; მინიჭებული აქვს დიდებული თავადის წოდება; განხორციელებული აქვს საინტერესო პროექტები არქიტექტურაში, ქანდაკებაში, არქეოლოგიაში, ჰერალდიკაში, თეატრსა და კინოში. დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: "დიმიტრი II" (1982), "რბოლა" (1997); გადაღებულია ფილმებში: "ღიმილის ბიჭები" (თემური, 1969), "ერთხელ" (საბა, 1962).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geსაქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.571-572; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.132; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: economy.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის განათლების კომისია, თავმჯდომარე (2004-2009)
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს სამეფო სახლის კანცლერი (2009-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • მედალი "შრომაში გამარჯვებული"

გააზიარე: