The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა რადიანი

შალვა რადიანი
ოფიციალური სახელი:შალვა შეწირული
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1904
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 1977  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1926 წლიდან დაიწყო ლიტერატურულ-კრიტიკული მოღვაწეობა; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნასა და საქმიანობაში; მუშაობდა "მნათობის", "პროლეტარული მწერლობის", "პიონერის", "დროშის", "ჩვენი თაობისა" და სხვა ჟურნალების რედაქციებში; 1937-1942წწ. იყო გაზეთ "ლიტარატურული საქართველოს" რედაქტორი; 1930 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიას; 1942 წლიდან იყო ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე; 1944 წლიდან რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი; 1949-1958წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი; არის მრავალი ფუძემდებლური ნაშრომის ავტორი; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს: "თანამედროვე ქართული ლიტერატურა", "ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანები", "ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული რომანტიზმი", "ახალი ქართული ლიტერატურა"(წგნ. I-II., 1949-1950), "ქართული ლიტერატურის ისტორია"(თანაავტორები ა. ბარამიძე, ბ. ჟღენტი. 1958, რუსულ ენაზე), "XX საუკუნის ქართული ლიტერატურა", "სახეები და შთაბეჭდილებანი" და სხვა; მისი რედაქციით გამოიცა ი. ჭავჭავაძისს, რ. ერისთავის, გ. წერეთლის, ი. ევდოშვილის, ე. ნონეშვილის, შ. არაგვისპირელის, ჭ. ლომთათიძის, ვ. ბარნოვის, გ. ტაბიძისა და სხვათა თხზულებათა კრებულები ქართულ და რუსულ ენებზე; იყო ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოების თანაავტორი, 27 წიგნისა და 300-ზე მეტი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილის ავტორი; პროფესორი. დაჯილდოებულია ლესია უკრაინკას სახელობის და გერმანელი ფილოსოფოსის ჰეგელის სახელობის მედლებით.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.311; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.267

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, მდივანი (1929-1932)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: