შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულო რცხილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში. მან განვლო სახელოვანი გზა სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლიდან თბილისის საქალაქო სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელამდე; სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც კი მუშაობდა, იყო ეს თბილისის უნივერსიტეტი, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, მოსკოვის ფიზკულტურის ცენტრალური ინსტიტუტი, ყველგან გამოირჩეოდა მაღალი, დახვეწილი პროფესიონალიზმითა და თავდადებული მუშაობით; 1932 წელს გ. რცხილაძემ და გიორგი ბაბილოძემ ფურორი მოახდინეს სსრ კავშირის ჩემპიონატზე ლენინგრადში, აბსოლუტურ პირველობაზე პირველი და მეორე ადგილები გაიყვეს; ამის შემდეგ მან კიდევ ზედიზედ სამჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული; იგი ასევე წარმატებით გამოვიდა მუშათა ოლიმპიადაზე ანტვერპენსა და პარიზში; 1972 წელს თბილისის უმაღლესი სპორტული ოსტატობის ტანვარჯიშის სპეციალიზირებულ სკოლას ამ გამოჩენილი სპორტსმენის სახელი მიენიჭა; დაჯილდოებული იყო სხვადასხვა სახის მედლებით; სპორტსმენი(ტანმოვარჯიშე). გამოჩენილი ტანმოვარჯიშის გიორგი ეგნატაშვილის მოწაფე და მიმდევარი, ცნობილი საზოგადო მოღვაწის ვასილ რცხილაძის შვილი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.315; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.491; geonecropol.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |