შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კალე სალია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯგალი, წალენჯიხის რაიონი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ჰალეს (გერმანია) უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე; დაამთავრა სორბონის (პარიზი) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. წარმატებით მოღვაწეობდა მეცნიერული მიმართულებით; სხვა ცნობილ ქართველებთან ერთად ჟურნალ "ბედი ქართლისაში" აქვეყნებდა საკუთარ ნაშრომებს საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე; იყო ამავე ჟურნალის რედაქტორი; მისი ხანგრძლივი მეცნიერული მუშაობის შედეგი შეჯამებულია მის დოკუმენტურ მონოგრაფიაში - "ქართველი ერის ისტორიას", რომელიც 1980-1983წწ. ფრანგულად ორჯერ გამოიცა; მან საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტს საჩუქრად გადასცა 1400-ზე მეტი ძვირფასი წიგნი ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ბერძნულ, ესპანურ, ლათინურ და სხვა ენებზე; 1986 წელს იგი პარიზში გარდაიცვალა, მაგრამ ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი გადმოასვენეს და ქართულ მიწას მიაბარეს; ისტორიკოსისა და ქართველოლოგის ნინო ქურციკაშვილ-სალიას მეუღლე. ქართველოლოგი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.318; "აი-ია": ai-ia.info/online-arqivi; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |