The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კალე სალია

კალე სალია
ოფიციალური სახელი:კალისტრატე სალია
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1900
გარდაცვ. თარიღი:25 ივლისი, 1986  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯგალი, წალენჯიხის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ჰალეს(გერმანია) უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე; დაამთავრა სორბონის(პარიზი) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

წარმატებით მოღვაწეობდა მეცნიერული მიმართულებით; სხვა ცნობილ ქართველებთან ერთად ჟურნალ "ბედი ქართლისაში" აქვეყნებდა საკუთარ ნაშრომებს საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე; იყო ამავე ჟურნალის რედაქტორი; მისი ხანგრძლივი მეცნიერული მუშაობის შედეგი შეჯამებულია მის დოკუმენტურ მონოგრაფიაში - "ქართველი ერის ისტორიას", რომელიც 1980-1983წწ. ფრანგულად ორჯერ გამოიცა; მან საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტს საჩუქრად გადასცა 1400-ზე მეტი ძვირფასი წიგნი ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ბერძნულ, ესპანურ, ლათინურ და სხვა ენებზე; 1986 წელს იგი პარიზში გარდაიცვალა, მაგრამ ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი გადმოასვენეს და ქართულ მიწას მიაბარეს; ქართველოლოგი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.318; ai-ia.info/online-arqivi

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ოსლოს უნივერსიტეტი, საპატიო დოქტორი
  • საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, საპატიო წევრი (1983-)
  • საქართველოს საისტორიო საზოგადოება, საპატიო წევრი
  • ხმელთაშუა ზღვის აკადემია, წევრი

გააზიარე: