The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კორნელი სანაძე

კორნელი სანაძე
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:27 თებერვალი, 1985  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადებისა ადგილი: ქ. ხონი.

სწავლობდა მოსე თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში 1922-1924წწ.; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალის განხრით; დაამთავრა თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმი 1924 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს. 

1934 წლიდან ფერწერას ასწავლიდა აკადემიაში; 1924 წლიდან იგი უკვე ყველა რესპუბლიკური გამოფენის მონაწილეა, ენერგიულად მუშაობს მხატვართა ასოციაციებში, მხატვართა კავშირის გამგეობებში; მას გაფორმებული აქვს კინოფილმები: "დარიკო", "ქალი მწვანეში"; ასევე ოპერისა და ბალეტის თეატრში: "კარმენი", "დაისი", "მთების ძახილი", "დედა და შვილი"; რუსთაველის თეატრში: "ტირიფის ქვეშ"; მარჯანიშვილის თეატრში: "კოლმეურნეს ქორწინება", "შამილი". ქუთაისის თეატრში: "ოტელო", "გუშინდელნი", "კიკვიძე"; ბათუმის თეატრში: "ფოლადაური", "პური"; მონაწილეობა აქვს მიღებული საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებშიც, კერძოდ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში; მნიშვნელოვანია მისი, როგორც პედაგოგის როლი, ახალგაზრდა ქართველ მხატვართა აღზრდასა და ჩამოყალიბების საქმეში; მისი მოსწავლეები იყვნენ გამოჩენილი მხატვრები: გ. თოიძე, გ. თოთიბაძე, გ. ჯაში და სხვები; მისი ნამუშევრები გამოფენილია საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში, სახელმწიფო თეატრალურ მუზეუმში, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მუზეუმში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, აჭარის ავტონომიურ მუზეუმში, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო მუზეუმში; მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით ცნობილია "მებაღე" და "სინგაპურის საზამთროები", რომლებიც 2007 წელს ბირმინგენის(აშშ) აუქციონზე იქნა წარდგენილი და საიდუმლო მყიდველის მიერ უცნობ ფასად შეძენილი; იგი ასევე არის რამოდენიმე პოეტური კრებულის ავტორი; ფერმწერი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.320; Sputnik-საქართველოს ვებსაიტი: sputnik-georgia.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1964 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: