The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან სიდამონ-ერისთავი

ვალერიან სიდამონ-ერისთავი
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1889
გარდაცვ. თარიღი:9 ივნისი, 1943  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყვარელი.

1909-1915წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში.

1915 წელს დაბრუნდა საქართველოში; 1915-1916წწ. თანამშრომლობდა გაზეთ "საქართველო"-სთან, ქმნიდა კარიკატურებს და ჩანახატებს ყოფით და ალეგორიულ თემებზე; მუშაობდა წიგნის დიზაინში; 1917 წელს იმოგზაურა ერზრუმში, შექმნა ტიპაჟები, ყოფითი სცენების ჩანახატები; ამავე წლებში შექმნა ისტორიული ჟანრის ფერწერა: "თამარ მეფე"(1917წ), "კრწანისის ბრძოლა"(1919წ), "ერეკლე II ბრძოლა ლეკებთან(1921, ) და სხვ.; მუშაობდა ქართულ თეატრსა და კინოში, თანამშრომლობდა კოტე მარჯანიშვილთან; 1922 წელს გააფორმა რუსთაველის თეატრში სპექტაკლები: "ცხვრის წყარო", "მზის დაბნელება საქართველოში"; 1923 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "დაისის" პირველი დადგმის მხატვარია, 1924 წელს კი არაყიშვილის ოპერისა "შოთა რუსთაველი"; 1922 წლიდან 1935 წლამდე მუშაობდა კინოს მხატვრად. დაახლოებით 35 ფილმის მხატვარია, მათ შორის ამო ბეკ-ნაზაროვის ფილმისა "მამის მკვლელი"(1923), კოტე მარჯანიშვილის ფილმებისა "კრაზანა"(1928) და "კომუნარის ჩიბუხი"(1929), კოტე მიქაბერიძის ფილმისა "ჩემი ბებია"(ირაკლი გამრეკელთან ერთად, 1929); მიხეილ ჭიაურელის ფილმისა "უკანასკნელი მასკარადი"(1934). 1930-იან წლების მეორე ნახევრიდან ძირითადად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ქართველი მოდერნისტი ფერმწერი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი, თეატრისა და კინოს მხატვარი.

 წყარო: modernism.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1940 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: