შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი საღარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. სასცენო ხელოვნებას ჯერ კიდევ ქუთაისში ეზიარა, როდესაც სკოლის მოსწავლემ პირველი ნაბიჯები გადადგა პროფესიული თეატრის სცენაზე; შემდეგ ჩაირიცხა შ. რუსთაველის თეატრის დასში და მის სცენაზე გაიარა თავისი შემოქმედებითი ცხოვრების ნახევარ საუკუნეზე მეტი; მისი მოღვაწეობის პირველი ათი წელი დაკავშირებულია ა. ახმეტელის სახელთან; მსახიობმა ამ დიდი რეჟისორის ჰეროიკულ-რომანტიკულ სპექტაკლებში("ანზორი", "ლამარა", "ყაჩაღები") დასამახსოვრებელი სახეები შექმნა; შემდგომ ხელოვანმა შემოქმედებითი ბიოგრაფია გაიმდიდრა შესანიშნავად შესრულებული როლებით: ფარსადანი("არსენა"), ლუარსაბი("გიორგი სააკაძე"), ლებან ხიმშიაშვილი("სამშობლო"), დათო("ღალატი"), მუროვი("უდანაშაულო დამნაშავენი"), ხოვიჩი ("ოლეკო დუნდიჩი"), კუზმიჩი("სადგურის უფროსი"), პოლკოვნიკი ლებოვი("პირველი ნაბიჯი"), ალექსანდრე ჭავჭავაძე("ნიკოლოზ ბარათაშვილი"), არჩილი("ოთარაანთ ქვრივი"), შუქრი("ჩაძირული ქვები"); მან თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ქართულ საესტრადო ხელოვნებაშიც; თავის პარტნიორთან, მსახიობ სტეფანე ჯაფარიძესთან ერთად იგი იყო ქართული ესტრადის მშვენება; ამ შესანიშნავი დუეტის მახვილი სატირა ამხილებდა ცხოვრებისეულ მანკიერებებს, ხოლო ომის პერიოდში განსაკუთრებული ძალით გაისმოდა მათი სიტყვა როგორც ლახვარი, მიმართული მტრების წინააღმდეგ; მან კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაშიც, მონაწილეობდა სატელევიზიო დადგმებში; მისი შემოქმედება გამოირჩეოდა არტისტული მომხიბვლელობით, დახვეწილი მხატვრული ტაქტით და მაღალი გემოვნებით. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.321 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |