The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი საღარაძე

გიორგი საღარაძე
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:12 აპრილი, 1980  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში.

სასცენო ხელოვნებას ჯერ კიდევ ქუთაისში ეზიარა, როდესაც სკოლის მოსწავლემ პირველი ნაბიჯები გადადგა პროფესიული თეატრის სცენაზე; შემდეგ ჩაირიცხა შ. რუსთაველის თეატრის დასში და მის სცენაზე გაიარა თავისი შემოქმედებითი ცხოვრების ნახევარ საუკუნეზე მეტი; მისი მოღვაწეობის პირველი ათი წელი დაკავშირებულია ა. ახმეტელის სახელთან; მსახიობმა ამ დიდი რეჟისორის ჰეროიკულ-რომანტიკულ სპექტაკლებში("ანზორი", "ლამარა", "ყაჩაღები") დასამახსოვრებელი სახეები შექმნა; შემდგომ ხელოვანმა შემოქმედებითი ბიოგრაფია გაიმდიდრა შესანიშნავად შესრულებული როლებით: ფარსადანი("არსენა"), ლუარსაბი("გიორგი სააკაძე"), ლებან ხიმშიაშვილი("სამშობლო"), დათო("ღალატი"), მუროვი("უდანაშაულო დამნაშავენი"), ხოვიჩი ("ოლეკო დუნდიჩი"), კუზმიჩი("სადგურის უფროსი"), პოლკოვნიკი ლებოვი("პირველი ნაბიჯი"), ალექსანდრე ჭავჭავაძე("ნიკოლოზ ბარათაშვილი"), არჩილი("ოთარაანთ ქვრივი"), შუქრი("ჩაძირული ქვები"); მან თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ქართულ საესტრადო ხელოვნებაშიც; თავის პარტნიორთან, მსახიობ სტეფანე ჯაფარიძესთან ერთად იგი იყო ქართული ესტრადის მშვენება; ამ შესანიშნავი დუეტის მახვილი სატირა ამხილებდა ცხოვრებისეულ მანკიერებებს, ხოლო ომის პერიოდში განსაკუთრებული ძალით გაისმოდა მათი სიტყვა როგორც ლახვარი, მიმართული მტრების წინააღმდეგ; მან კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაშიც, მონაწილეობდა სატელევიზიო დადგმებში; მისი შემოქმედება გამოირჩეოდა არტისტული მომხიბვლელობით, დახვეწილი მხატვრული ტაქტით და მაღალი გემოვნებით.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.321

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: