შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1945 წელს. 1946-1959წწ. პერიოდულად მონაწილეობდა ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენებში; რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთები დადებითად აფასებდა ახალგაზრდა ხელოვანის შემოქმედებას, მის მიერ მაღალი გემოვნებით ხეზე შესრულებულ მინიატურულ კომპოზიციას, ქვის დამუშავების თავისებურ მანერასა და ტექნიკას; ნიჭიერი მოქანდაკე ავადმყოფობის გამო ადრევე ჩამოსცილდა თავის საყვარელ სპეციალობას და ხელი მიჰყო მთარგმნელობით საქმიანობას; განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ დიდი გემოვნებით ნათარგმნი ალექსანდრე კუპრინის მოთხრობები. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.324 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |