The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ტატიშვილი

დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1886
გარდაცვ. თარიღი:21 ივლისი, 1952  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ენათმეცნიერი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1915 წელს.

1908 წელს გაზეთ დროებაში დაბეჭდა თავისი პირველი მოთხრობა - "წვიმაში"; აქედან მოყოლებული, მას კალამი არ გაუგდია; მწერლის საუკეთესო ნაწარმოებებია: "დედაკაცის ბედი", "იაღლუჯა", "მტერთა სასძლო", "ქალის გული", "ძველი გმირი"; ზოგი მოთხრობა თარგმნილია უკრაინულად; მას აქვს მრავალი თარგმანი რუსულიდან და სომხურიდან; აღსანიშნავია რომ იგი იყო ქართული ენის შესანიშნავი მცოდნე და თავისი წვლილი შეიტანა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" რვატომეულის მომზადებაში.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.329



გააზიარე: