The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე შარვაშიძე

ალექსანდრე შარვაშიძე
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1867
გარდაცვ. თარიღი:17 აგვისტო, 1968  (100 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. სოხუმი
კატეგორია:მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფეოდოსია.

დაამთავრა კიევის რეალური სასწავლებელი 1889 წელს, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში; 1895-1899წწ. სწავლობდა პარიზში ფერნან კორმონის სტუდიაში, მოგივიანებით ჟულიენთან.

1906 წელს დაბრუნდა პარიზიდან; 1906-1917წწ. მუშობდა პეტერბურგში, იყო თეატრის მხატვარი; 1918-1920წწ. მისი ხელმძღვანელობით სოხუმში დაარსდა თეატრალური საზოგადოება და სამხატვრო სტუდია, რომელშიც თავად ასწავლიდა. გააფორმა მთელი რიგი თეატრალური დადგმები; 1919 წელს ცხოვრობდა კოკტებელში (ყირიმი); 1920 წელს დიაგილევის მიწვევით ევროპულ ტურნეში გაემგზავრა როგორც მხატვარი მის საბალეტო დასთან ერთად. ბრწყინვალედ გააფორმა დადგმები ლონდონში, პარიზში, მადრიდში, მონტე-კარლოში; 1921 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში. თავისი ნამუშევრების უდიდესი ნაწილი საჩუქრად გადასცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს და სოხუმის სამხატვრო გალერეას. ავტორია მთელი რიგი პოპულარული და კრიტიკული სტატიებისა ხელოვნებაში. სცენოგრაფი, მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი და დიზაინერი, ხელოვნების კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. მამით  - შერვაშიძეთა სამთავრო სახლის შთამომავალი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის - გიორგი შერვაშიძის შვილიშვილი, დედით - ფრანგი.  ა. შერვაშიძე 1968 წელს მონაკოში, მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა. დაიკრძალა ნიცაში, რუსულ სასაფლაოზე. 1985 წელს მისი ნეშტი ქ. სოხუმში გადმოასვენეს. 1985 წელს თბილისში შედგა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა.

წყარო:nobility.promodernism.ge


გააზიარე: