The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ფაღავა

აკაკი ფაღავა
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1887
გარდაცვ. თარიღი:27 ივნისი, 1962  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნახუნავო, სენაკის რაიონი.

სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის რუსული ენისა და სიტყვიერების განყოფილებაზე 1899 წლიდან, პარალელურად  მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სარეჟისორო განხრით.

სამხატვრო თეატრის სტუდიის დამთავრების შემდეგ მიიღეს სამხატვრო თეატრში რეჟისორის თანაშემწედ; 1913 წელს კ. სტანისლავსკის, ა. ბენუასა და ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან ერთად მონაწილეობდა მოლიერის "ეჭვით ავადმყოფის" და "ძალად დაქორწინების" დადგმაში; მალე სამხატვრო თეატრის კოლეგიის წევრადაც შეიყვანეს; 1915 წელს სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; შემდეგ, რეჟისორულ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის თეატრებში, მთელ ენერგიას ახმარდა მისი განვითარების საქმეს; მართალია, ამ დროისათვის საქართველო განიცდიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს, მაგრამ ახალგაზრდა ხელოვანი არ შეუშინებია სიძნელეებს, 1920 წელს შეაგროვა დაქსაქსული მსახიობები, შეადგინა დასი, სპექტაკლების მოსამზადებლად დაბა სურამში წაიყვანა, იქიდან დაბრუნებულნი ძალით შეიჭრნენ არტისტული საზოგადოების(დღევანდელი რუსთაველის თეატრი) შენობაში და "ტარტოს" სპექტაკლების პარალელურად შეუდგნენ ქართული წარმოდგენების გამართვას; ასე განაგრძო იმ თეატრმა არსებობა, რომელიც დღეს რუსთაველის სახელით არის ცნობილი; 1922 წელს მან თბილისში საფუძველი ჩაუყარა თეარტალურ სტუდიას, რომელსაც 1924 წელს თეატრალური ინსტიტუტის უფლებები მიენიჭა, ხოლო 1939 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტად გადაკეთდა; ღვაწლმოსილი რეჟისორი წლების მანძილზე იყო ამ ინსტიტუტის პრორექტორი და თეატრის ისტორიის კათედრის გამგე სიცოცხლის ბოლომდე; აღსანიშნავია ისიც, რომ მან 1924 წელს თბილისის კონსერვატორიასთან ჩამოაყალიბა საოპერო სტუდია და ხელმძღვანელობდა საოპერო კლასს; მასვე ეკუთვნის საქართველოში თეატრალური საზოგადოების დაარსების პრიორიტეტი. ფასდაუდებელია მისი, როგორც რეჟისორის, თეატრმცოდნეობის ღვაწლი; მან ჯერ კიდევ 21 წლისამ გამოაქვეყნა ბროშურა "ქართული თეატრი"; საინტერესო ნაშრომმა ქართულ საზოგადოებაში ცხოველი ინტერესი გამოიწვია. 

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.335

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - რესპუბლიკის სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: