The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ფურცელაძე

Date of birth:1825
Date of death:19 May, 1891  (at 66 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია 1849 წელს.

გაანაწილეს თბილისის სასულიერო სასწავლებლის უმაღლესი განყოფილების მასწავლებლად; ორი წლის შემდეგ მიანიჭეს კანდიდატის ხარისხი და გაამწესეს თბილისის სასულიერო სემინარიის პროფესორად; 1853 წელს თავისივე თხოვნით გაანთავისუფლეს სასულიერო წოდებიდან, დანიშნეს ტიტულოვან მრჩევლად და უბოძეს მაგისტრის ხარისხი; 1860  წლიდან კავკასიისა და ამიერკავკასიის სამოქალაქო მოწყობის მოხელეა; იგი ზედამხედველობას უწევდა ეკლესიებს და სასულიერო საქმიანობას მთიან რეგიონებში; 1964 წლიდან მუშაობს კავკასიის მეფისნაცვალთან, სადაც დიდი მთავრის დავალებით განაგებს კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეებს; 1868 წელს დაინიშნა შტატის მრჩევლის თანამდებობაზე განსაკუთრებულ დავალებათა IV კლასის მოხელედ; ეწეოდა მეცნიერულ საქმიანობას; მისი შრომებიდან აღსანიშნავია: "ქართული საეკლესიო გურჯები", "სათავადაზნაურო გურჯები", "საგლეხო გურჯები", "კახეთის უმთავრესი საჭიროებანი და მოთხოვნილებანი", "ბოდბის მონასტრის აღწერა", "დღესასწაულნი საქართველოს ეკლესიისა", "ანდერძი ანტონ კათალიკოსისა", "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ვახტანგ მეფის სამართლის მიხედვით" და სხვა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.339

Member of Organizations

  • კავკასიის საცენზურო კომიტეტი, თავჯდომარე
  • მთიელთა შორის დამწერლობის შეტანის კომისია, წევრი

Bibliography


Share: