Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო ქავთარაძე![]()
Biographyდბადების ადგილი: სოფელი ზოვრეთი, ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი 1915 წელს. მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პარტიულ და ჟურნალისტურ მუშაობას პეტერბურგში, თბილისში და ბათუმში; იმყოფებოდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოსკოვში, ორენბურგში; 1920 წლს 7 მაისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე იყო რ.ს.ფ.ს.რ წარმომადგენელი საქართველს დემოკრატიულ რესპუბლიკაში; იგი ტროცკისტობის ბრალდებით იქნა დატყვევებული, თუმცა შემდეგ სასჯელი მოეხსნა და რეაბილიტირებულ იქნა იოსებ სტალინთან მისი პირადი მეგობრობის წყალობით; 1939 წლიდან ს. ქავთარაძე დიპლომატიურ სამუშაოზეა - არის სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მუშაობის განყოფილების გამგე; სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე; 1945-1952წწ. იყო სსრ კავშირის ელჩი რუმინეთში, შემდეგ - სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი; 1954 წლიდან პერსონალური პენსიონერია; მისი სახელი დაერქვა ქუჩას ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში; მიღებული აქვს რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის ოქროს ვარსკვლავის ორდენი და სხვა სახელმწიფო ჯილდოები; რევოლუციონერი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.340; burusi.wordpress.com Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |